ჩვენ შესახებ

... და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი.

ანსამბლის შესახებ

2020 წელს ქართული ტრადიციული მუსიკის შემსრულებელთა საზოგადოებას ახალი ანსამბლი „მარგალიტი“ (ქართულიდან თარგმანში „მარგალიტი“) დაემატა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ვმღეროდით ანსამბლ „ იალონში“ და ამ ხნის განმავლობაში განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის რამდენიმე აუდიო ალბომის გამოშვება. პანდემიისა და გლობალური ცვლილებების ფონზე, გასული წელი ჩვენთვისაც გარდამტეხი აღმოჩნდა შემოქმედებითი მიდგომების კუთხით. ჩვენ, ანსამბლის თორმეტმა წევრმა გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა ის, რაც დიდი ხანია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - ახალი იდეებით, ხედვით, სრულიად განახლებული რეპერტუარით და საინტერესო მიზნებით, ეს ყველაფერი - ანსამბლის ახალი სახელწოდებით.

დღეს ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს ქართული ტრადიციული მუსიკის სამივე მიმართულებას - საარქივო ექსპედიციის ფონოგრამებსა თუ სანოტო ხელნაწერებზე დაყრდნობით, ვცდილობთ აჟღერდეს საეკლესიო გალობის, სოფლის თუ ქალაქური მუსიკის ნამდვილი მარგალიტი ჩვენი დამახასიათებელი ხელწერით.

ყველა ფოტოს ავტორი: დათო ჯამრიშვილი

ანსამბლის წევრები

ნათია ბედენაშვილი
-
სამხატვრო ხელმძღვანელი

 

 

რუსუდან პატურაშვილი
-
შუა ხმა და ბასი

 

მარი ბოკუჩავა
-
ზედა და შუა ხმა

 

 

მარიამ ზარნაძე
-
ბასი

ანანო ანთია
-
შუა ხმა

ნატალია ივანიშვილი
-
ზედა და შუა ხმა

 

ნინო წულუკიძე
-
ზედა და შუა ხმა

 

თათია დარსანია
-
ზედა ხმა

 

ნინო რეხვიაშვილი
-
ზედა და შუა ხმა

ნინო ქადაგიშვილი
-
ბასი

 

ნათია აზარაშვილი
-
ბასი

 

შორენა მეტრეველი
-
ბასი

 

მზია დავლაშერიძე
-
ბასი

 

ანა აბესაძე
-
ბასი